ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ტრენინგები

ახალი ამბები

7-10 მაისს ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილეებისთვის გაიმართა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები, რომლებსაც ქსელის მონაწილე 500-მდე მოსწავლე დაესწრო.

ტრენინგებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი მურო თაკალანძე უძღვებოდნენ.

შეხვედრის თემები:

  • ავთანდილ მღებრიშვილი – „მომავლის პროფესიები“
  • მურო თაკალანძე – „კარიერული განვითარება და სტრატეგიები“

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.

2022 წელი

ბანერები