ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო ცენტრის სემინარი

2020 წლის 21 ოქტომბერს აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო ცენტრი მართავს სემინარს International Day of Action Against Contract Cheating.

2020 წლის აღსანიშნავი სემინარი ჩატარდება უწყვეტად, 20 საათის განმავლობაში. მოხსენებებს წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მაია როგავა და ამავე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილი. მათი მოხსენების თემაა Changing the Culture of Academic Integrity in Georgia – Case of Ilia State University.
ღონისძიება უწყვეტად გადაიცემა როგორც პროგრამაში Zoom, ასევე ცენტრის Youtube გვერდზე.
 
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://live-academicintegrity.pantheonsite.io/day-against-contract-cheating/?fbclid=IwAR3SQrfx1ZG8S6fpbERsTO1Ri1b7gTIb6t6KojrHfTVhtWoTF8i-yi7F7HA

ბანერები