ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

AHEAD პროექტის კონსორციუმის საბოლოო შეხვედრა დუბლინის უნივერსიტეტში

ახალი ამბები

16-18 აპრილს დუბლინის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროექტის Cooperation partnerships in vocational education and training (KA220-VET) „ჯანდაცვის სფეროში შეფასების კომპონენტის გაციფრულება (AHEAD)“ კონსორციუმის საბოლოო სამუშაო შეხვედრას.

მას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტის წარმომადგენლები. 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის ხუთი მთავარი შედეგის პროგრესსა და მიღწევებზე. პროექტის გუნდმა დეტალურად განიხილა პროექტის შედეგების ეფექტური გავრცელების საკითხები, მისი მდგრადობისთვის საჭირო კომპონენტები, ერთობლივი სამომავლო საპროექტო იდეები და დაფინანსების შესაძლებლობები/სქემები, ასევე დეტალურად მიმოიხილეს დონორისთვის წარსადგენი საბოლოო ანგარიშის დეტალები და პარტნიორებს შორის გაანაწილეს სამუშაოები. 

მოკლედ პროექტის შესახებ 

AHEAD პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ტრანსფორმაციას ელექტრონული სწავლებითა და შეფასების აქტიური გამოყენების მეშვეობით. 

პროექტის კონსორციუმი შედგება შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან:

  • დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია (პროექტის კოორდინატორი)  
  • ჰანზის ინსტიტუტი ოლდენბურგში, გერმანია (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლონეთი (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (პარტნიორი ინსტიტუცია)

 2024

ბანერები