ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

AHEAD პროექტის კონსორციუმის მესამე შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ამბები

5-7 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროექტის Cooperation partnerships in vocational education and training (KA220-VET) „ჯანდაცვის სფეროში შეფასების კომპონენტის გაციფრულება (AHEAD)“ კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრას.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის ხუთი მთავარი შედეგის პროგრესსა და მიღწევებზე. პროექტის გუნდმა დეტალურად განიხილა პროექტის მიზნების მისაღწევად დარჩენილი სამუშაოები, დაწესდა შესრულების კონკრეტული თარიღი და განაწილდა სამუშაო დატვირთვა პარტნიორებზე. ბოლო დღეს პარტნიორებმა განიხილეს პროექტის შედეგების ეფექტური გავრცელების საკითხები, დაიწყეს მუშაობა პროექტის მდგრადობისთვის საჭირო კომპონენტებზე და განიხილეს ერთობლივი სამომავლო საპროექტო იდეები და დაფინანსების შესაძლებლობები/სქემები. გადაწყდა, რომ პროექტის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა 2024 წლის გაზაფხულზე დუბლინში გაიმართება.

მოკლედ პროექტის შესახებ

AHEAD პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ტრანსფორმაციას ელექტრონული სწავლებითა და შეფასების აქტიური გამოყენების მეშვეობით.

პროექტის კონსორციუმი შედგება შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან:

  • დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია (პროექტის კოორდინატორი)
  • ჰანზის ინსტიტუტი ოლდენბურგში, გერმანია (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლონეთი (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (პარტნიორი ინსტიტუცია)
2023 წელი

 

 

 

ბანერები