დამატებითი სპეციალობა (მაინორი)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძირითად (major) სპეციალობასთან ერთად, გთავაზობთ შესაძლებლობას აირჩიოთ დამატებითი (minor) სპეციალობა, რომელიც მოიცავს 60 (ECTS) კრედიტს.
დამატებითი სპეციალობა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კურიკულუმით გათვალისწინებული არჩევითი თავისუფალი კრედიტების ნაცვლად.
თქვენ მიერ არჩეული დამატებითი სპეციალობის (minor) მიმართულება უნდა იყოს თქვენი ძირითადი პროგრამის (major) მიმართულებისგან განსხვავებული.
მაინორის არჩევის შემთხვევაში, სწავლის დასრულებისთვის გექნებათ ორი სპეციალობა, რაც კიდევ უფრო კონკურენტულს გაგხდით შრომის ბაზარზე.
ვის შეუძლია დამატებითი სპეციალობის (Minor) არჩევა?
დამატებითი სპეციალობის (Minor) არჩევა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების საბაკალავრო საფეხურზეა, გარდა:
- სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა;
- სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასარჩევად გთავაზობთ შემდეგ დამატებით სპეციალობებს:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ეკოლოგია
- მათემატიკა
- ფილოსოფია
- მუსიკა
- თავისუფალი მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება
- სოციალური მეცნიერებები: სოციოლოგია
- სოციალური მეცნიერებები: ფსიქოლოგია
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანგლისტიკა
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: გერმანისტიკა
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: საფრანგეთისმცოდნეობა
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: სლავისტიკა (რუსისტიკა)
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ხელოვნებათმცოდნეობა
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: კინომცოდნეობა
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ლიტერატურათმცოდნეობა
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ქართული ფილოლოგია
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: მოდის, მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინი
- სახვითი და გამყენებითი ხელოვნება: ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და მხატვრული მინის დიზაინი