ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თავისუფალი მეცნიერებები

თავისუფალი მეცნიერებები

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

დამატებითი პროგრამა: თავისუფალი მეცნიერებები

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებულს/კურსდამთავრებული:

  1. აქვს ფართო ცოდნა პოლიტიკის, ისტორიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის და ხელოვნების დარგებში ძირითადი იდეების, კონცეფციებისა და პრინციპების შესახებ;
  2. შეუძლია ანტიკურობიდან დღემდე წარმოქმნილი ფუნდამენტური შეკითხვების იდენტიფიცირება, მათი შედარება, სინთეზი და დაკავშირება თანამედროვე კომპლექსურ გამოწვევებთან;
  3. შეუძლია გამოწვევების, დილემების, რესურსების განსაზღვრა, კრიტიკულად შეფასება და მათზე დაყრდნობით ორიგინალური, ლოგიკური და კომპლექსური მსჯელობის აგება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
  4. შეუძლია გამოიკვლიოს აქტუალური პრობლემა სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში, წინასწარ განსაზღვრული მითითებებისა და მეთოდების საფუძველზე;
  5. შეუძლია სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
  6. აქვს ინდივიდუალურად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარები;

შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის შეფასება, მართვა, ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრა და საჭირო რესურსების გამოყენება.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • პროგრამის სავალდებულო კურსები – 18 კრედიტი
    • დიადი წიგნები I: ჰომეროსი, პრატონო, ძველი აღთქმა
    • დიადი წიგნები II: ახალი აღთქმა, მაკიაველი, ჰობსი, პასკალი, ლოკი
    • დიადი წიგნები III: რუსო, კანტი, მარქსი, ნიცშე
    • პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები – 42 კრედიტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302

natia.tvaliashvili@iliauni.edu.ge

eka_pataridze@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები