ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი ხელოვნება-მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის

გამოყენებითი ხელოვნება-მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

დამატებითი პროგრამა: გამოყენებითი ხელოვნება-მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, განუვითაროს სტუდენტებს შემოქმედებითი/პრაქტიკული უნარები და ესთეტიკური გემოვნება, გაზარდოს მათი მხატვრული ოსტატობა. ამისთვის სტუდენტი

  • დაუფლებული იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის საბაზისო დისციპლინებს;
  • აღჭურვილი იქნება მხატვრულ კერამიკასთან დაკავშირებული  კომპოზიციის, ტექნოლოგიების, ხელსაწყოების და მასალების  გამოყენების საბაზო უნარებით.

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  • ავლენს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის სავალდებულო საბაზისო დისციპლინების ძირითადი   პრინციპების, ტექნოლოგიების, კანონებისა და პრაქტიკების შესახებ ფართო ცოდნას;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, შეუძლია შექმნას საავტორო ნამუშევარი მხატვრულ კერამიკაში საჯარო სივრცეებისთვის, რელევანტური  ვიზუალური და თეორიული მასალის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი ტექნოლოგიებისა და  ტექნიკების, მასალებისა და ხელსაწყოების გამოყენებით;
  • საავტორო ნამუშევარში შეუძლია გამოავლინოს საკუთარი სტილი და შემოქმედებითი ხედვა;
  • შემოქმედებითი იდეების განვითარებისა და განხორციელების პროცესში შეუძლია პლაგიატის თავიდან აცილება;

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • საბაზისო  სავალდებულო კურსები (საფუძვლები)– 24 კრედიტი
  • კერამიკის ხელოვნების სავალდებულო კურსები – 24 კრედიტი
  • არჩევითი კურსები - 12 კრედიტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გეთიაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
☏ (+995 32) 222 00 09 (შიდა ნომერი 209)
✉: tamari.getiashvili@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 205

თამარ ნინიკაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი D 609
tamuna.ninikashvili@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები