ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გრაფიკის ხელოვნება

გრაფიკის ხელოვნება

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

დამატებითი პროგრამა: გრაფიკის ხელოვნება

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, განუვითაროს სტუდენტებს შემოქმედებითი/პრაქტიკული უნარები და ესთეტიკური გემოვნება, გაზარდოს მათი მხატვრული ოსტატობა. ამისთვის სტუდენტი

  • დაუფლებული იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის საბაზისო დისციპლინებს;
  • დაუფლებული იქნება გრაფიკის ხელოვნების  ურთიერთთავსებადი სახეობების - დაზგური გრაფიკისა  და გამოყენებითი გრაფიკის  კომპოზიციურ, ტექნოლოგიურ კანონებს, სათანადო მასალების გამოყენების პრინციპებსა  და მიდგომებს. ამასთან შესწავლილი ექნება კომპიუტერული პროგრამები რაც მიეხმარება მათ დაზგურ და გამოყენებით გრაფიკაში მუშაობისას. 

სწავლის შედეგები

პროგრამის

კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ავლენს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის სავალდებულო საბაზისო დისციპლინების ძირითადი პრინციპების, ტექნოლოგიების, კანონებისა და პრაქტიკების შესახებ ფართო ცოდნას;
  2. წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად შეუძლია შექმნას საავტორო ნამუშევარი გრაფიკის  ხელოვნების ურთიერთთავსებად სახეობებში (დაზგური ან გამოყენებითი) კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით რელევანტური ვიზუალური და თეორიული მასალის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი ტექნოლოგიების, ტექნიკების, მასალებისა და/ან ხელსაწყოების გამოყენებით;
  3. საავტორო ნამუშევარში შეუძლია გამოავლინოს საკუთარი სტილი და შემოქმედებითი ხედვა;
  4. შემოქმედებითი იდეების განვითარებისა და განხორციელების პროცესში შეუძლია პლაგიატის თავიდან აცილება;

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • საბაზისო  სავალდებულო კურსები – 24 კრედიტი
  • გრაფიკის ხელოვნების სავალდებულო კურსები – 24 კრედიტი
  • არჩევითი კურსები - 12 კრედიტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გეთიაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
☏ (+995 32) 222 00 09 (შიდა ნომერი 209)
✉: tamari.getiashvili@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 205

თამარ ნინიკაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი D 609
tamuna.ninikashvili@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები