ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მუსიკა

მუსიკა

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

დამატებითი პროგრამა: მუსიკა

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

მუსიკის დამატებითი საბაკალავრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ცოდნა მუსიკის ისტორიის

და ეთნომუსიკოლოგიის, ან საშემსრულებლო ხელოვნების, ან ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის სფეროებში. მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში სტუდენტი შეძლებს კომპეტენციებისა და უნარების მნიშვნელოვანი დიაპაზონის (სისტემური და კრეატიული აზროვნება, ანალიტიკური უნარები, არგუმენტირებული მსჯელობა). განვითარებას.

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებული ავლენს ფართო ცოდნას:

  • მუსიკის საბაზისო თეორიის შესახებ.

ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის კურსების ბლოკის შესწავლის შედეგად:

  • საკუთარი მუსიკალური/ხმოვანი იდეების/მასალის გენერირება, ფიქსირება, რედაქტირება, ანალიზი, სინთეზი და გამოქვეყნება/გაზიარება;
  • ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება მუსიკალური კომპოზიციის, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შესრულების, მუსიკის პროდიუსინგის, ვირტუალური საკრავების შექმნის, ხმის სინთეზის, ფიქსირებისა და გამოქვეყნება/გაზიარების მიზნით;
  • ტექნოლოგიური რესურსების დიზაინი და შექმნა კომპიუტერული კოდირების, პროგრამირებისა და აუდიო ელექტრონიკის მეშვეობით როგორც ინტერფეისის დიზაინის, ისე კომპოზიციისა და შესრულების მიზნით.

საშემსრულებლო ბლოკის კურსების შესწავლის შედეგად:

  • მუსიკალური რეპერტუარის ფართო სპექტრის - მათ შორის უცნობი და ახალი მუსიკალური მასალის - შესწავლა, ანალიზი და შესრულება;
  • სოლო და ანსამბლში სხვადასხვა სტილის, ფორმის, ჟანრის და ეპოქის მუსიკის საკონცერტო პროგრამის/ნაშრომის/პროექტის/პორტფოლიოს შექმნა და მსმენელისთვის ეფექტურად პრეზენტაცია.

მუსიკის ისტორიისა და ეთნომუსიკოლოგიის ბლოკის კურსების შესწავლის შედეგად:

  • მუსიკის ისტორიის ძირითადი ეტაპების, უმნიშვნელოვანესი სტილებისა და ჟანრების და მათთან დაკავშირებული მუსიკალური მასალის შესახებ;
  • მსოფლიოს ხალხთა (მათ შორის ქართველი ერის) ეთნიკური მუსიკალური კულტურის ძირითადი მოვლენებისა და მნიშვნელოვანი ნიმუშების შესახებ;

ასევე:

  • საკუთარი სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვა და მართვა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით მუსიკის, ხელოვნების და სხვა დარგების წარმომადგენლებთან ეფექტიანი თანამშრომლობა.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

1. მუსიკის დამატებითი სპეციალობის სავალდებულო კურსები - 6 კრედიტი (პროგრამის სავალდებულო კურსები სტუდენტს აძლევს ფართო და ზოგად ცოდნას მუსიკის საბაზისო თეორიის შესახებ).

2. მუსიკის დამატებითი სპეციალობის სავალდებულო-არჩევითი კურსები - მინიმუმ 36, მაქსიმუმ 42 კრედიტი (პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები აძლევს სტუდენტს საშუალებას აირჩიოს როგორც საშემსრულებლო პრაქტიკის, ისე ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის, ან მუსიკის ისტორიის და ეთნომუსიკოლოგიის კურსები).

3. მუსიკის დამატებითი სპეციალობის არჩევითი კურსები - მინიმუმ 12, მაქსიმუმ 18 კრედიტი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

სალომე დალაქიშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (შიდა ნომერი 209)
✉: salome.dalakishvili@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 205

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები