მათემატიკა
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს უმაღლესი მათემატიკის ძირითადი დარგები, ამ დარგების ფუნდამენტური ცნებები და ამოსავალი კონცეფციები, აჩვენოს მათ შორის ორგანული კავშირები და მათი გამოყენების ფართო სპექტრი.
მთემატიკაზე კონცენტრირების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:
- კურსდამთავრებულს აქვს უმაღლესი მათემატიკის ზოგიერთი ფუნდამენტური კონცეფციის, ძირითადი მათემატიკური ცნებების, პრინციპებისა და თეორიების ფართო ცოდნა და შეუძლია მათ შორის არსებული ორგანული კავშირების იდენტიფიცირება;
- კურსდამთავრებულს შეუძლია ზემოაღნიშნული საბაზისო ცოდნის ფარგლებში ამოცანათა ამოსახსნელად მათემატიკური მეთოდების შერჩევა და გამოყენება;
- კურსდამთავრებულს აქვს დამტკიცების და ლოგიკური მათემატიკური მსჯელობის უნარი.