ლიტერატურათმცოდნეობა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: ლიტერატურათმცოდნეობა
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
პროგრამის მიზანი
ლიტერატურათმცოდნეობის დამატებითი პროგრამა აცნობს სტუდენტებს მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ტექსტებსა და მიმდინარეობებს ფართო კულტურულ, ისტორიულსა და საზოგადოებრივ კონტექსტში.
პროგრამა სცდება რომელიმე ერთი ქვეყნის, ჟანრის, სტილის ან ეპოქის ლიტერატურის საზღვრებს. მისი მიზანია, მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის შესახებ და განუვითაროს მას ლიტერატურული ნაწარმოების ინტერპრეტაციის საბაზო უნარები.
ამასთან, პროგრამა უვითარებს სტუდენტს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:
- ხსნის ლიტერატურათმცოდნეობის ძირითად ცნებებს, პრინციპებსა და კონცეფციებს;
- აღწერს ლიტერატურული გვარებისა და ჟანრების ძირითად ესთეტიკურ და სტრუქტურულ თავისებურებებს;
- განარჩევს ერთი ან მეტი ქვეყნის ლიტერატურის ისტორიის ძირითად ეპოქებსა და მიმდინარეობებს;
- უკავშირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შესაბამის ისტორიულ, ინტელექტუალურსა და კულტურულ კონტექსტებს;
- მსჯელობს ლიტერატურული ნაწარმოებების შესახებ საბაზისო ანალიტიკური კატეგორიების გამოყენებით;
- მოიძიებს სამეცნიერო რესურსებს აკადემიური ფორმატის ნაშრომის შესადგენად, ახდენს მოძიებული ინფორმაციის შეფასებასა და სინთეზს;
- შეუძლია სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან თავისი იდეებისა და არგუმენტების შესახებ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
- პროგრამის სავალდებულო კურსები - 42 კრედიტი
- თანამედროვე ლიტერატურა : მიმდინარეობები, დაჯგუფებები, ტექსტები
- ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი
- ლიტერატურული ტექსტის ანალიზი
- ანტიკური ლიტერატურა
- დასავლური ლიტერატურა შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე
- ქართული ლიტერატურის პარადიგმატული ისტორია
- შემოქმედებითი წერა
- სავალდებულო-არჩევითი კურსები - 18 კრედიტი (ნებისმიერი სავალდებულო-არჩევითი კურსი)
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge