ხელოვნებათმცოდნეობა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: ხელოვნებათმცოდნეობა
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
პროგრამის მიზანი
ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის მიზანია:
მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის შესახებ და აღჭურვოს ანალიტიკური უნარებით.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული/ კურსდამთავრებულს:
- ავლენს ფართო ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნების და არქიტექტურის ისტორიის შესახებ;
- ავლენს ფართო ცოდნას ხელოვნების ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების შესახებ;
- შეუძლია სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და ხალხის ხელოვნების ქმნილების (სახვითი და არქიტექტურული) მხატვრულ-სტილური თავისებურებების იდენტიფიკაცია და კრიტიკული ანალიზი კულტურული, გლობალური, სოციალური და სხვა კონტექსტის გათვალისიწინებით;
- შეუძლია კულტურული მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურულობის პატივისცემა; აღიარებს სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებულ შეხედულებებსა და კულტურას, როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
- პროგრამის სავალდებულო კურსები – 30 კრედიტი
- შესავალი ხელოვნებასა და ხელოვნების ისტორიაში
- ანტიკური სამყაროს ხელოვნება
- დასაველთ ევროპის ხელოვნება რენესანსიდან რომანტიზმამდე
- ფეოდალური ხანის ქართული ხელოვნება
- ქართული ხელოვნება და არქიტექტურა რეალიზმისა და მოდერნიზმის ეპოქაში
- პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები - 30 კრედიტი
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge