ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რუსისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

რუსისტიკა

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: რუსისტიკა
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია აღჭურვოს კურსდამთავრებული რუსული ენის ცოდნით B1 დონეზე, შეასწავლოს რუსული ენის ენის თეორიული საფუძვლები და მისცეს მას საბაზისო ცოდნა რუსული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ.

სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული:

  1. ფლობს რუსულ ენას მინიმუმ B1 დონეზე;
  2. ავლენს ცოდნას რუსული ენის ძირითადი ენათმეცნიერული კატეგორიების შესახებ;
  3. ავლენს ცოდნას რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ;

პროგრამის კურსდამთავრებულს:

  1. შეუძლია ძირითადი ენათმეცნიერული ტერმინოლოგიის გამოყენებით ენის სტრუქტურისა და ენობრივი სისტემის ძირითადი კანონზომიერებების აღწერა;
  2. შეუძლია ძირითადი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინოლოგიის გამოყენებით რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდის ავტორების ცნობილი ნაწარმოებების აღწერა და ანალიზი;
  3. შეუძლია ინტერკულტურული კონტექსტის გააზრება.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • პროგრამის სავალდებულო კურსები– 36 კრედიტი
    • რუსისტიკის შესავალი (იგივე ძველი - სლავისტიკის შესავალი)
    • რუსული ენის მორფოლოგია
    • რუსული ენის ლექსიკოლოგია
    • რუსული ლიტერატურა XIX საუკუნეში - I ნახევარი
    • რუსული ლიტერატურა XIX საუკუნეში - II ნახევარი
    • რუსული ენის პრაქტიკული კურსი B1.2
    • პროგრამის სავალდებულო და/ან სავალდებულო-არჩევითი  - 24 კრედიტი, მათ შორის ენის პრაქტიკული კურსები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
ketevan.darsania@iliauni.edu.ge
keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები