ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი გერმანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

გამოყენებითი გერმანისტიკა

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა:გამოყენებითი გერმანისტიკა
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია აღჭურვოს კურსდამთავრებული გერმანული ენის ცოდნით B1 დონეზე, შეასწავლოს გამოყენებითი გერმანისტიკის საფუძვლები და მისცეს მას საბაზისო ცოდნა გერმანულენოვანი ლიტერატურის, გერმანიის ისტორიისა და კულტურის შესახებ.

სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული:

  1. ფლობს გერმანულ ენას მინიმუმ B1 დონეზე;
  2. ავლენს ცოდნას გერმანული ენის ძირითადი ენათმეცნიერული კატეგორიების შესახებ;
  3. ავლენს ცოდნას გერმანულენოვანი ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ;

პროგრამის კურსდამთავრებულს:

  1. შეუძლია ძირითადი ენათმეცნიერული ტერმინოლოგიის გამოყენებით ენის სტრუქტურისა და ენობრივი სისტემის ძირითადი კანონზომიერებების აღწერა;
  2. შეუძლია ძირითადი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინოლოგიის გამოყენებით რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდის ავტორების ცნობილი ნაწარმოებების აღწერა და ანალიზი;
  3. შეუძლია ინტერკულტურული კონტექსტის გააზრება.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • პროგრამის სავალდებულო კურსები – 30 კრედიტი
    • გამოყენებითი გერმანისტიკის შესავალი
    • გერმანია - ისტორია და კულტურა
    • გერმანული ენათმეცნიერების საფუძვლები
    • გერმანულენოვანი ლიტერატურა მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე
    • გერმანული ენის პრაქტიკული კურსი B1.2
    • პროგრამის სავალდებულო ან/და სავალდებულო არჩევითი კურსები – 30 კრედიტი, მათ შორის ენის პრაქტიკული კურსები

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
ketevan.darsania@iliauni.edu.ge
keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები