ფსიქოლოგია
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: ფსიქოლოგია
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია:
- სტუდენტს მისცეს ცოდნა ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, თეორიების, მეთოდების შესახებ;
- განუვითაროს ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზისა და შეფასების უნარი.
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს:
- აქვს ფართო ცოდნა ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის ძირითადი ცნებების, თეორიული მიდგომებისა და ემპირიული კვლევების შესახებ;
შეუძლია:
- ფსიქოლოგიური პრინციპების გამოყენება სხვადასხვა საკითხთან (პიროვნული, სოციალური თუ ორგანიზაციული) მიმართებაში;
- ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
- საკუთარი მოსაზრებების, თეორიული თუ ექსპერიმენტული კვლევითი გეგმებისა და კვლევის შედეგების თანმიმდევრულ და არგუმენტირებულ გადმოცემა როგორც ზეპირად, ასევე წერილობით;
- პროფესიულ და კვლევით საქმიანობაში ეთიკის პრინციპების დაცვა;
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
- პროგრამის სავალდებულო კურსები - 42 კრედიტი
- სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები
- ფსიქოლოგიის საფუძვლები
- შესავალი ქცევის მექანიზმებში
- კლინიკური ფსიქოლოგია: დარღვევები (პათოფსიქოლოგია)
- პიროვნების ფსიქოლოგია და განწყობის თეორია
- სტატისტიკის შესავალი ფსიქოლოგიისთვის
- ექსპერიმენტული ფსიქოლოგია
- პროგრამის არჩევითი კურსები – 18 კრედიტი (არჩევითი კურსების არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი პროგრამის სავალდებულო, ასევე არჩევითი კურსებიდან)
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
✉anuki.jikidze.1@iliauni.edu.ge
✉eka_pataridze@iliauni.edu.ge