კინომცოდნეობა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: კინომცოდნეობა
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
პროგრამის მიზანი
დამატებითი პროგრამა კინომცოდნეობის მიზანია მისცეს სტუდენტს ზოგადი ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს კინოს ისტორიის, მისი განვითრების უმნიშვნელოვანესი ასპექტების, შესახებ და განუვითაროს მას კინოშედევრების ანალიზისა და შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის უნარი.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:
- ავლენს ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოთეორიების და მათი განვითარების ისტორიის შესახებ;
- ავლენს ცოდნას ქართული კინოს ისტორიისა და განვითარების შესახებ მსოფლიო კინემატოგრაფის კონტექსტში;
- ავლენს ცოდნას მსოფლიო კინემატოგრაფის, მისი ჟანრებისა და მიმართულებების განვითარების შესახებ;
- აქვს კინოში მიმდინარე თანამედროვე პროცესების და ტენდენციების ანალიზის უნარი;
- ხელმძღვანელობის პირობებში, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლია კინოს შესახებ კრიტიკული წერა.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
- პროგრამის სავალდებულო – 42 კრედიტი
- კინოკრიტიკის თეორია და პრაქტიკა 1 - უხმო კინოს ესთეტიკა
- კინოკრიტიკის თეორია და პრაქტიკა 2 - კინოს თეორიის განვითარების ეტაპები
- მსოფლიოს კინოს ისტორია 1 - კინოს დაბადების წინაპირობები, ფოტოგრაფია, უხმო კინო,ხმა კინოში
- თანამედროვე კინემატოგრაფი
- ქართული კინო 1 (უხმო კინოდან მცირეფილმიანობამდე)
- ქართული კინო 2 (60-აინი წლებიდან თანამედროვე კინომდე)
- კრიტიკული წერა
- პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები -18 კრედიტი
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge