სოციოლოგია
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: სოციოლოგია
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მისცეს ფართო ცოდნა სოციოლოგიისა დარგში; ასევე, ისინი აღჭურვილნი იქნებიან საბაზო კვლევითი უნარებით, მათ შორის, ეთიკის სტანდარტების ცოდნით, რომელზე დაყრდნობითაც განახორციელებენ სოციოლოგიურ კვლევას, წინასწარ გასაზღვრული მითითებებით რთულ, არაპროგნოზირებად გარემოში.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:
- აქვს სოციოლოგიის შესახებ ფართო ცოდნა და შეუძლია მისი გამოყენება სოციალური პრობლემის/საკითხის კონცეპტუალიზაციისთვის;
- შეუძლია ძირითადი თვისებრივი ან/და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება აქტუალური სოციალური პრობლემის/საკითხის კვლევისა და შეფასების მიზნით, წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
- შეუძლია მონაცემების მოპოვება, აღწერა და მათი დამუშავება შესაბამისი პროგრამების გამოყენებით;
- შეუძლია კვლევის შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია, შეფასება;
- იცავს დარგში არსებულ ეთიკის ნორმებსა და სტანდარტებს კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მონაცემთა ბაზის შექმნისა და კვლევითი ანგარიშის წარმოდგენისას.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
- პროგრამის სავალდებული კურსები - 42 კრედიტი
- სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები
- სოციოლოგიის ზოგადი კურსი
- სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი მეთოდები
- სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები
- აღწერითი სტატისტიკა
- მონაცემთა დამუშავება კომპიუტერული პროგრამა SPSS/PSPP-ის გამოყენებით
- კვლევა როგორც პროექტი (სოციოლოგებისათვის)
- პროგრამის სავალდებულო - არჩევითი კურსები – 18 კრედიტი
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
✉Elene.gelashvili@iliauni.edu.ge
✉eka_pataridze@iliauni.edu.ge