საფრანგეთისმცოდნეობა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: საფრანგეთისმცოდნეობა
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია აღჭურვოს კურსდამთავრებული ფრანგული ენის ცოდნით B1 დონეზე, შეასწავლოს ფრანგული ენათმეცნიერების საფუძვლები და მისცეს მას საბაზისო ცოდნა ფრანგული ლიტერატურის, ისტორიის და კულტურის შესახებ.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული:
- ფლობს ფრანგულ ენას მინიმუმ B1 დონეზე;
- ავლენს ცოდნას ფრანგული ენის ძირითადი ენათმეცნიერული კატეგორიების შესახებ;
- ავლენს ცოდნას ფრანგული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი პერიოდების შესახებ;
პროგრამის კურსდამთავრებულს:
- შეუძლია ძირითადი ენათმეცნიერული ტერმინოლოგიის გამოყენებით ენის სტრუქტურისა და ენობრივი სისტემის ძირითადი კანონზომიერებების აღწერა;
- შეუძლია ძირითადი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინოლოგიის გამოყენებით ფრანგული ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელოვანი ავტორების ცნობილი ნაწარმოებების აღწერა და ანალიზი;
- შეუძლია ინტერკულტურული კონტექსტის გააზრება.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
- პროგრამის სავალდებულო კურსები – 36 კრედიტი
- საფრანგეთი - ისტორია და კულტურა
- ფრანგული ენის მორფოლოგია
- ფრანგული ენის სინტაქსი
- ფრანგული ენის ლექსიკოლოგია
- ფრანგული ლიტერატურის ისტორია
- ფრანგული ენის პრაქტიკული კურსი B1.2
- პროგრამის სავალდებულო და/ან სავალდებულო-არჩევითი კურსები – 24 კრედიტი, მათ შორის ენის პრაქტიკული კურსები
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ ketevan.darsania@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge