ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფია

ფილოსოფია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: ფილოსოფია
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი ფილოსოფიის დარგში, რომელიც აღჭურვილი იქნება ფართო ცოდნით ფილოსოფიის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპების, ძირითადი ფილოსოფიური მიმდინარეობებისა და ქვედისციპლინების შესახებ. ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში სტუდენტი შეძლებს კომპეტენციებისა და უნარების მნიშვნელოვანი დიაპაზონის (სისტემური და კრეატიული აზროვნება, ანალიტიკური უნარები, არგუმენტირებული მსჯელობა).

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

1. ავლენს ზოგად ცოდნას ფილოსოფიის, როგორც დისციპლინის ისტორიისა და განვითარების ეტაპების შესახებ; ასევე ფუნდამენტური ფილოსოფიური ნაშრომების შესახებ.

2. მსჯელობისას იყენებს ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ძირითად ფილოსოფიურ კატეგორიებსა და ცნებებს;

3. შეუძლია კლასიკური და თანამედროვე ფილოსოფიური პრობლემების/საკითხების, იდეებისა და კონცეფციების შესახებ ინფორმაციის რეზიუმირება, მათი კრიტიკული ანალიზი და სინთეზი. ამის საფუძველზე ორიგინალური, ლოგიკური და კომპლექსური მსჯელობის აგება დარგში არსებული ძირითადი დებატებისა და არგუმენტების გამოყენებით წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;

4. შეუძლია საკუთარი იდეების/მოსაზრებების მკაფიოდ, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით გადმოცემა ზეპირად თუ წერილობით, რისთვისაც ასევე იყენებს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;

5. ზრუნავს საკუთარი ცოდნის განვითარებაზე და სიახლეების გაცნობის

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • პროგრამის სავალდებულო კურსები - 42 კრედიტი
    • ანტიკური ფილოსოფია
    • შუა საუკუნეების ფილოსოფია
    • ახალი დროის ფილოსოფია
    • თანამედროვე ფილოსოფია
    • ლოგიკის საფუძვლები
    • შესავალი ეთიკაში
    • ესთეტიკა
  • პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები - 18 კრედიტი, მათ შორის მინიმუმ 6 კრედიტი თეორიული ფილოსოფიის კურსებიდან და მინიმუმ 6 კრედიტი პრაქტიკული ფილოსოფიის კურსებიდან; (სავალდებულო-არჩევითი კურსები იყოფა თეორიული და პრაქტიკული ფილოსოფიის კურსებად. თეორიულ და პრაქტიკულ ფილოსოფიად დაყოფა შეესაბამება ფილოსოფიური თეორიების ტრადიციულ დაყოფას და ითვალისწინებს, რომ სტუდენტს მიეცეს არჩევანი საკუთარი აკადემიური ინტერესების შესაბამისად დააგროვოს ცოდნა ფილოსოფიის ორივე მიმართულებით.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 სალომე დალაქიშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A 102
salome.dalakishvili@iliauni.edu.ge

 


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები