ანგლისტიკა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: ანგლისტიკა
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია აღჭურვოს კურსდამთავრებული ინგლისური ენის ცოდნით B2 დონეზე, შეასწავლოს ინგლისური ენის თეორიული საფუძვლები და მისცეს მას საბაზისო ცოდნა ბრიტანეთის და/ან ამერიკის ლიტერატურის, ისტორიის და კულტურის შესახებ.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული:
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
- ავლენს ცოდნას ინგლისური ენის ძირითადი ენათმეცნიერული კატეგორიების შესახებ;
- ავლენს ცოდნას ანგლო-ამერიკული ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლების შესახებ;
- ავლენს ცოდნას ინგლისური ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი პერიოდის შესახებ.
პროგრამის კურსდამთავრებულს:
- შეუძლია ძირითადი ენათმეცნიერული ტერმინოლოგიის გამოყენებით ენის სტრუქტურისა და ენობრივი სისტემის ძირითადი კანონზომიერებების აღწერა;
- შეუძლია ძირითადი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინოლოგიის გამოყენებით ანგლო-ამერიკული ლიტერატურის რამდენიმე მნიშვნელოვანი ავტორის ცნობილი ნაწარმოებების აღწერა და ანალიზი;
- შეუძლია ინტერკულტურული კონტექსტის გააზრება.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
- პროგრამის სავალდებულო კურსები – 24 კრედიტი
- ანგლისტიკის შესავალი
- ინგლისური ენის თეორიის საფუძვლები
- ანგლო-ამერიკული ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი
- ინგლისურენოვანი დისკურსი Upper Intermediate 2
- სავალდებულო ან/და სავალდებულოარჩევითი კურსები – 36 კრედიტი, მათ შორის მინიმუმ ერთი კურსი (6 კრედიტი) ლიტერატურათმცოდნეობის კურსების ბლოკიდან და ენის პრაქტიკული კურსები.
ანგლისტიკის დამატებითი სპეციალობის სტუდენტმა ოთხი სემესტრის განმავლობაში ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები უნდა ისწავლოს ზოგადი მოდულის ფარგლებში, ხოლო მეხუთე სემესტრიდან მათ ნაცვლად აირჩიოს ფაკულტეტის ენების ცენტრში ანგლისტიკის სტუდენტებისათვის შეთავაზებული შესაბამისი დონის ინგლისურენოვანი დისკურსის კურსები.
იმისათვის რომ სტუდენტმა დონეების გავლა მოახერხოს დროულად და მას არ მოუხდეს სემესტრის დამატება, სასურველია მან კურსები გაიაროს შემდეგი თანმიმდევრობით:
|
სემესტრი |
კურსის დასახელება |
|
|
I |
ინგლისური ენის კურსი (A1-1) |
ზოგადი მოდულის ფარგლებში |
|
II |
ინგლისური ენის კურსი (A1-2) |
ზოგადი მოდულის ფარგლებში |
|
III |
ინგლისური ენის კურსი (A2-1) |
ზოგადი მოდულის ფარგლებში |
|
IV |
ინგლისური ენის კურსი (A2-2) |
ზოგადი მოდულის ფარგლებში |
|
V |
ინგლისურენოვანი დისკურსი (Intermediate 1) |
Language Center - ფაკულტეტის ენების ცენტრში |
|
VI |
ინგლისურენოვანი დისკურსი (Intermediate 2) |
Language Center - ფაკულტეტის ენების ცენტრში |
|
VII |
ინგლისურენოვანი დისკურსი (Upper-Intermediate 1) |
Language Center - ფაკულტეტის ენების ცენტრში |
|
VIII |
ინგლისურენოვანი დისკურსი (Upper-Intermediate 2) |
Language Center - ფაკულტეტის ენების ცენტრში |
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ ketevan.darsania@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge