ქართული ფილოლოგია
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: ქართული ფილოლოგია
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გააცნოს სტუდენტს მშობლიური ენისა და ლიტერატურის ძირითადი მახასიათებლები და მისცეს მას ფართო და ზოგადი ცოდნა ქართული ფილოლოგიის, ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურის, ქართული ლიტერატურის ძირითადი მოვლენების შესახებ.
შეასწავლოს მას ქართული ენის მორფოლოგია და სინტაქსი, ქართული ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურული პროცესები და მნიშვნელოვანი ტექსტები.
პროგრამა უვითარებს სტუდენტებს ისეთ ტრანსფერულ უნარებს, როგორიცაა წერითი და ზეპირი კომუნიკაცია, მსჯელობა და კრიტიკული ანალიზი, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა.
სწავლის შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:
- აღწერს ქართული ენის სტრუქტურისა და ფუნქციონირების საბაზისო საკითხებს;
- თეორიულად გადმოსცემს ქართული ენის მორფოლოგიისა და სინტაქსის საბაზისო საკითხებს და პრაქტიკულად აანალიზებს შესაბამის ენობრივ მასალას;
- იცნობს დარგობრივ ტერმინოლოგიას;
- ავლენს ცოდნას ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ, იცნობს ლიტერატურის თეორიის და ქართული ლიტერატურის ისტორიის ძირითად ასპექტებს;
- აქვს ლიტერატურული ტექსტის წაკითხვის, ანალიზისა და ინტერპრეტირების უნარი;
- შეუძლია ქართული ლიტერატურის კონტექსტუალიზაცია, დაკავშირება ისტორიულ-პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პროცესებთან;
- ტოლერანტობის პრინციპებზე დაყრდნობით აანალიზებს ლიტერატურულ ტექსტებს; გამოხატავს პატივისცემას ქართულისა და სხვა ენების მიმართ;
- საჭიროებიდან გამომდინარე პრაქტიკულად იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, საბიბლიოთეკო და ელექტრონულ რესურსებს; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით მოქმედებს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების გათვალისწინებით.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
პროგრამის სავალდებულო კურსები - 60 კრედიტი
- შესავალი ქართულ ფილოლოგიაში
- ენათმეცნიერების შესავალი
- მორფოლოგია 1
- მორფოლოგია 2
- ქართული ენის სინტაქსი
- ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი
- ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა
- ქართული ლიტერატურა XII-XVIII საუკუნეებში
- ქართული ლიტერატურა XIX საუკუნეში
- ქართული ლიტერატურა XX-XXI საუკუნეებში
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge