ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

არქეოლოგია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა:  არქეოლოგია
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

არქეოლოგიის დამატებითი პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ზოგადი ცოდნა არქეოლოგიის დარგის საფუძვლების, დანიშნულებისა და სპეციფიკის შესახებ. ასევე, შეასწავლოს მას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის პრეისტორიული და ისტორიული არქეოლოგია (ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, ანტიკური ხანა და შუა საუკუნეების არქეოლოგია).

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ავლენს ზოგად ცოდნას არქეოლოგიის  საფუძვლების,  მისი ძირითადი თეორიების, მიდგომების, მეთოდების და განვითარების ტენდენციების შესახებ; 
  2. ავლენს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის (კავკასიის რეგიონი, მახლობელი აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვისპირეთი) პრეისტორიული და ისტორიული პერიოდის არქეოლოგიის (ქვის ხანა, ადრეული ლითონების ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები) ფართო ცოდნას;
  3. წინასწარ განსაზღვრული მეთოდების შესაბამისად, ხელმძღვანელის მეთვალყურეობით  შეუძლია მონაცემების (წყაროები, მასალები და სხვა) მოპოვება და დამუშავება არქეოლოგიური დაზვერვებისა და კვლევა-ძიების (საველე, ლაბორატორიული) ძირითადი პრინციპებისა და  მეთოდების გამოყენებით.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • პროგრამის სავალდებულო კურსები -  36 კრედიტი
    • არქეოლოგიის საფუძლები;
    • ქვის ხანის არქეოლოგია;
    • ადრეული ლითონების ხანის არქეოლოგია;
    • შუა საუკუნეების არქეოლოგია;
    • კლასიკური არქეოლოგია;
    • საველე პრაქტიკა
    • პროგრამის სავალდებულო და/ან სავალდებულო-არჩევითი - 24 კრედიტი

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები:  A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

 


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები