ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ისტორია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დამატებითი პროგრამა: ისტორია
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

დამატებითი პროგრამა ისტორიის   მიზანია მისცეს სტუდენტს ზოგადი ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ და განუვითაროს მას ისტორიული მოვლენის, პერიოდის ან ეპოქის კრიტიკული ანალიზის და კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის უნარი.

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ავლენს ფართო ცოდნას საქართველოსა და მისი ცალკეული ეპოქების, მსოფლიოს  ისტორიისა და ცივილიზაციების განვითარების  ეტაპების შესახებ;
  2. შეუძლია წარსულის სხვადასხვა პერსპექტივისა და ინტერპრეტაციის იდენტიფიცირება, რელევანტური შეფასება და განხილვა მომიჯნავე დისციპლინების (მაგ.ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული,სოციალური, ეკონომიკური და სხვა) კონტექსტის გათვალისწინებით;
  3. შეუძლია წარსულის რეკონსტრუქციის მიზნით მოიძიოს პირველადი ან/და მეორეული ისტორიული წყაროები და მოახდინოს მათი კრიტიკული ანალიზი და სინთეზი;
  4. შეუძლია საკუთარი მოსაზრებების და არგუმენტების მკაფიოდ და თანმიმდევრულად გადმოცემა ზეპირად და წერილობით სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
  5. ისტორიული მოვლენების შეფასებისას იცავს ეთიკურ ნორმებს, სამართლიანობის, მიუკერძოვებლობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაყრდნობით;
  6. შეუძლია იმუშაოს ინდივიდუალურად და ჯგუფში, სწავლის პროცესში მოიძიოს და გამოიყენოს სხვადასხვა რესურსი საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • პროგრამის სავალდებულო კურსები – 42  კრედიტი
  • ისტორიის შესავალი: რა არის ისტორიკოსის ხელობა? წარსული კვლევა თუ შექმნა
  • საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVI საუკუნემდე
  • საქართველოს ისტორია XVI საუკუნიდან დღემდე
  • ევროპა-ამერიკის ახალი ისტორია
  • ევროპისა და ამერიკის თანამედროვე ისტორია
  • შუა საუკუნეების ისტორია
  • ძველი მსოფლიოს ისტორია   
  • პროგრამის სავალდებულო-არჩევითი  კურსები - 18 კრედიტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები:  A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

 


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები