ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერებები

პოლიტიკის მეცნიერებები

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

დამატებითი პროგრამა: პოლიტიკის მეცნიერება

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერებების კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო და შედარებითი პოლიტიკის და პოლიტიკის თეორიის), პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პროცესების შესახებ ფართო ცოდნა და შეძლებს პოლიტიკური მოვლენის/ფენომენის ანალიზს, ინტეპრეტაციასა და ახსნას პოლიტიკური მეცნიერების პრიზმიდან, შესაბამისი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. პროგრამა ასევე ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა კრიტიკული ანალიზის, არგუმენტაციისა და მსჯელობის, ქართულ და უცხოურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ინდივიდუალურად და გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარები.

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ავლენს ფართო ცოდნას პოლიტიკის მეცნიერების საფუძვლებისა და ძირითადი ცნებების შესახებ;
  2. ავლენს ფართო ცოდნას პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (პოლიტიკის თეორია, საჯარო პოლიტიკა, შედარებითი პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები), მათი ძირითადი სკოლების და თეორიების შესახებ; ათვითცნობიერებს პოლიტიკური სისტემების არსს; იცნობს პოლიტიკის მეცნიერების ძირითად თანამედროვე დებატებს;
  1.  ავლენს სოციალური კვლევის მეთოდების (თვისებრივი, რაოდენობრივი) შესახებ საბაზო ცოდნას;
  2. კრიტიკულად აანალიზებს პოლიტიკურ პროცესებს, ძირითად კონცეფციებს და თეორიებს;
  3.  შეუძლია პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი თეორიებისა და მეთოდების გამოყენებით, ძირითადი პოლიტიკური პრობლემების/ფენომენების/მოვლენების იდენტიფიცირება, შეფასება (მათ შორის, ღირებულებით ჭრილში) და ინტერპრეტაცია რელევანტური ინფორმაციის/მონაცემების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, ხელმძღვანელობის ფარგლებში;
  4.  ეფექტურად იყენებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ფორმებს, იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს;
  5.  გეგმავს და მართავს საკუთარ სასწავლო პროცესს და იყენებს შესაბამის რესურსებს;

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

  • პროგრამის სავალდებული კურსები - 30 კრედიტი
    • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები
    • პოლიტიკის მეცნიერების შესავალი
    • საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი
    • შედარებითი პოლიტიკის შესავალი
    • საქართველოს პოლიტიკური სისტემა
    • პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები - 30 კრედიტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 201, A 302

natia.tvaliashvili@iliauni.edu.ge

eka_pataridze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები