მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღეები

ღონისძიებები

28 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შესახებ.


ვის შეუძლია ღია კარის დღეზე დასწრება?

შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებსა და დაინტერესებულ პირებს:


რა სახის ინფორმაციას გაეცნობით?

პროგრამის ხელმძღვანელები და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გაგაცნობენ ამომწურავ ინფორმაციას პროგრამების შესახებ.

შეხვედრებზე პროგრამების წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაგიზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილებას და ისაუბრებენ იმ პერსპექტივების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

  • პროგრამების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ
  • საგანმანათლებლო რესურსებისა და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ
  • პროგრამაზე დაშვების პირობებისა და მიღების პროცედურების შესახებ
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციის შესახებ

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი იხ. ბმულზე: https://shorturl.at/adMY9


სამუშაო ენა: ქართული

დრო: 28 ივნისი -11 ივლისი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი"/ილიაუნის თეატრი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2023 წელი

ბანერები