მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „არქეოლოგია“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

6 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „არქეოლოგია“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი:

  • ნოდარ ბახტაძე - არქეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • ნათია ბურჯანაძე - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;

შეხვედრას ასევე დაესწრება პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე,გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, დასვას მისთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან, ასევე კურსდამთავრებულისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/asQW4

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

სამუშაო ენა: ქართული

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 6 ივლისი, 18:00 

2023

 

ბანერები