მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამების ,,პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“ და „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) “ ღია კარის დღე

ღონისძიებები

3 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის ,,პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“ და „რეგიონული კვლევები (ევროპისმცდონეობა, კავკასიის კვლევები)“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები:

  • გიორგი გვალია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
  • გია ნოდია - პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით;
  • გიორგი ოდოშაშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, დოქტორანტი
  • ნათია თვალიაშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.

პროგრამების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

  1. პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
  2. რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)

დრო: 3 ივლისი, 14:00 საათი

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები