მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „რელიგიის კვლევები“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

7 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „რელიგიის კვლევები“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები:

  • სოფო ზვიადაძე - სამაგისტრო პროგრამის „რელიგიის კვლევები“ ხელმძღვანელი; ასოცირებული პროფესორი;
  • სალომე გავაშელიშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • გიორგი ოდოშაშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/ehnvQ

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 7 ივლისი, 14:00

2023 

ბანერები