მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები (კინომცოდნეობა)“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

4 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „კინომცოდნეობა“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი:

  • ნინო მხეიძე - კინომცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო ახვლედიანი - ქუთაისის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი;
  • ნათია ბურჯანაძე - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/rAGT0

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 4 ივლისი, 18:00 

2023

ბანერები