მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა ,,გამოყენებითი ენათმეცნიერება’’ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

5 ივლისს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს  ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის: ,,გამოყენებითი ენათმეცნიერების’’ შესახებ.

გამოყენებითი ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამის  კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას ტექნოლოგიურ კომპანიებში, მეცნიერებისა და  განათლების სხვადასხვა სფეროში. სწავლისას სტუდენტები ეუფლებიან გამოყენებითი ენათმეცნიერების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, უმუშავდებათ ლინგვისტური მასალის დამუშავების კომპიუტერული უნარები. სწავლების პროცესის პარალელურად სტუდენტები ჩართული არიან ილიას უნივერსიტეტის კვლევით პროექტებში.    

პროგრამაში ჩართული პროფესორები, კურსდამთავრებულები და მოქმედი სტუდენტები უპასუხებენ ამ პროგრამაზე სწავლის მსურველთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს:

  • ნინო დობორჯგინიძე - გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
  • ირინა ლობჟანიძე - გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, ლინგვისტურ ენათა ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი;
  • რუსუდან გერსამია - ასოცირებული პროფესორი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით;
  • თამარ სუხიშვილი - ასოცირებული პროფესორი ენათმეცნიერების მიმართულებით;
  • თინათინ მარგალიტაძე - პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით;
  • სვეტლანა ბერიკაშვილი - ასოცირებული პროფესორი ენათმეცნიერების მიმართულებით;
  • თამარ კალხიტაშვილი - ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი („თანამედროვე ქართული ენის საანალიზო და საანოტაციო პროგრამები“, პირველი რესპუბლიკისა და ქშწკგ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზები, ქართველთა კვალი გერმანიაში - პროსოპოგრაფიული ბაზა), მოწვეული ლექტორი, დოქტორი ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით;
  • თეონა დამენია - გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებული,  დოქტორი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი პროექტში „ქართული ენის საანალიზო და საანოტაციო პროგრამები“, ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულებით. 
  • ნათია სადღობელაშვილიგამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებული; ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის ასისტენტ-მკვლევარი, მოწვეული მასწავლებელი;
  • მარიამ ხოხონიშვილი - გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამის სტუდენტი, კომპიუტერული ლინგვისტი “ბავშვის განვითარების ინსტიტუტში”;
  • ნინო დონაძე - გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევის ცენტრის ასისტენტ-მკვლევარი,  ქართული, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის მოწვეული მასწავლებელი; 
  • თამარ გოგია - გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებული; ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის ასისტენტ-მკვლევარი;
  • ელენე კიკალიშვილი - ხარისხის მართვის სამსახურის სპეციალისტი.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/iEK14

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 5 ივლისი, 18:00 საათი

2023

ბანერები