მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „ფილოსოფია“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

3 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „ფილოსოფია“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები:

  • გიგა ზედანია - სამაგისტრო პროგრამის „ფილოსოფია“ ხელმძღვანელი; პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი;
  • თამარ ცოფურაშვილი - სამაგისტრო პროგრამის „ფილოსოფია“ ხელმძღვანელი; პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი;
  • სალომე გავაშელიშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;

შეხვედრას ასევე დაესწრებიან პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/cnrv2

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 3 ივლისი, 12:00

დასწრება თავისუფალია.

2023 

ბანერები