მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

7 ივლისს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის ,,სოციალური მუშაობის“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები, პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და ადმინისტრაციის თანამშრომელი:

  • შორენა საძაგლიშვილი - სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • ქეთევან ლეკიშვილი - სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, ამავე პროგრამის დოქტორანტი;
  • ზვიად ზალიკიანი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროგრამის ხელმძღვანელის, ადმინისტრაციის თანამშრომლისა და პროგრამის კურსდამთავრებულისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/AHJQ1

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 7 ივლისი, 16:00 საათი.

2023

ბანერები