მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების კვლევები” – ღია კარის დღე

ღონისძიებები

30 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს  ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის: ,,შუა საუკუნეების კვლევები’’ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს სამაგისტრო პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ პროგრამაში ჩართული პროფესორები, ამავე პროგრამის აქტიური სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამის  კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას მეცნიერების,  განათლებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ძირითადად ისინი სწავლობენ როგორც ,,ილიაუნის’’, ასევე საქართველოსა და უცხოეთის  უნივერსიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით: ისტორია, ფილოსოფია, თეოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება.

პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებულები არიან სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსების შექმნის, სასკოლო განათლების, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის სფეროებში.

სწავლების პროცესის პარალელურად სტუდენტები ჩართულნი არიან ილიას უნივერსიტეტის კვლევით პროექტებში. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდშივე აქვეყნებენ საინტერესო კვლევით და სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს.

პროგრამაში ჩართული პროფესორები, კურსდამთავრებულები და მოქმედი სტუდენტები უპასუხებენ ამ პროგრამაზე სწავლის მსურველთა შეკითხვებს.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/jkptV

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 30 ივნისი, 15:00

დასწრება თავისუფალია.

2023 

 

ბანერები