მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, შიდა მობილობის ფარგლებში, გამოცხადდა  შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის ვადები  საბაკალავრო პროგრამებზე. 

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების – „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” –შემოქმედებითი ტურის ვადები:

  • შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია (პორტფოლიოს წარმოდგენა) სრულდება არგუსზე შიდა მობილობების განცხადებების დასრულებისთანავე, 2024 წლის 21 ივლისს, 23:59;
  • სტუდენტებს ტურის პირველადი შედეგები ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ 30 ივლისს;
  • სააპელაციო განაცხადების წარმოდგენის პერიოდია 30 ივლისი-2 აგვისტოს 15:00 საათის ჩათვლით;
  • სტუდენტებს შემოქმედებითი ტურის საბოლოო შედეგები ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ 6 აგვისტოს.

შენიშვნა:  საბაკალავრო პროგრამებზე – „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ – შიდა მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტებმა შიდა მობილობის განცხადებას უნდა დაურთონ პორტფოლიო. 

პორტფოლიოში მოთხოვნილი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულებს:

პორტფოლიოს გარეშე გამოგზავნილი განცხადება არ განიხილება!

გაცნობებთ, რომ სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე – „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“; „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“; ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ – გადასვლის მსურველთა რეიტინგი დგება შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის შედეგების საფუძველზე;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელმისამართზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge და arts_Sciences@iliauni.edu.ge

2024

ბანერები