მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

11 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომელი:

  • ივანე ხუციშვილი - სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ხელმძღვანელი; ასოცირებული პროფესორი, რეჟისორი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
  • ნატალია თვალჭრელიძე - ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელი; მოწვეული ლექტორი;
  • სალომე გავაშელიშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;

შეხვედრას ასევე დაესწრებიან პროგრამის წარმატებული სტუდენტები და დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/JRU57

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: ილიაუნის თეატრი ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 11 ივლისი, 16:00

2023

ბანერები