მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

5 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის ,,შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომელი:

  • ბელა წიფურია - შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი;
  • ლევან ცაგარელი - შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • ელენე კიკალიშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/dHQU1

შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში.

შეხვედრის ბმული: https://shorturl.at/ruHQU

დრო: 5 ივლისი, 19:00 საათი

2023

ბანერები