მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „ანგლისტიკა“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

3 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის ,,ანგლისტიკა“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი და ადმინისტრაციის თანამშრომელი:

  • რეზო მარსაგიშვილი - ანგლისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • ქეთევან დარსანია - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროგრამის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისაგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/npxKS

შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში.

შეხვედრის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84632074686

დრო: 3 ივლისი, 16:00 საათი

2023

ბანერები