მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „ადიქციის კვლევები” – ღია კარის დღე

ღონისძიებები

6 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „ადიქციის კვლევები” შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები, პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და ადმინისტრაციის თანამშრომლები:

  • ჯანა ჯავახიშვილი - ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი
  • ირმა კირთაძე - ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი
  • დავით ოთიაშვილი - ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი
  • ანუკი ჯიქიძე - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
  • ზვიად ზალიკიანი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროგრამის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისაგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/crtvN

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 6 ივლისი, 15:00 საათი

2023

ბანერები