მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

7 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და ადმინისტრაციის თანამშრომლები:

  • ბექა კობახიძე - თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • გიორგი ბუტიკაშვილი - კონრად ადენაუერის ფონდი;
  • ნათია ბურჯანაძე - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • გაბრიელ ჩუბინიძე - თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის კოორდინატორი;

შეხვედრას ასევე დაესწრება პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/knGMO

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 7 ივლისი, 18:00 

სამუშაო ენა: ქართული

2023

ბანერები