მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „ფსიქიკური ჯანმრთელობა” – ღია კარის დღე

ღონისძიებები

28 ივნისს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „ფსიქიკური ჯანმრთელობა” შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები, პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და ადმინისტრაციის თანამშრომლები:

  • ნინო მახაშვილი - ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • ანუკი ჯიქიძე - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროგრამის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისაგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/abhyM

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

დრო: 28 ივნისი, 17:00 საათი

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები