მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია” – ღია კარის დღე

ღონისძიებები

30 ივნისს 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია” შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები, პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და ადმინისტრაციის თანამშრომლები:

  • ნინო ცინცაძე - კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
  • თინათინ ჭინჭარაული - კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • ანუკი ჯიქიძე - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროგრამის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისაგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/fwCL1

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 30 ივნისი, 14:00 საათი

დასწრება თავისუფალია

2023

ბანერები