მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური საბაკალავრო პროგრამაზე: მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, შიდა მობილობის ფარგლებში, გამოცხადდა  შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური  საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” შემოქმედებითი ტურის ვადები:

  • შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია (პორტფოლიოს წარმოდგენა) სრულდება არგუსზე შიდა მობილობების განცხადებების დასრულებისთანავე, 2024 წლის 21 ივლისს, 18:00;
  • შემოქმედებითი ტური უნივერსიტეტის D კორპუსში ჩატარდება ა. წ. 21-დან 29 ივლისის ჩათვლით;
  • შემოქმედებითი ტურის პირველადი შედეგები სტუდენტებს ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ არაუგვიანეს 30 ივლისისა;
  • სააპელაციო განაცხადების დაწერის ვადა: 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით;
  • სტუდენტებს შემოქმედებითი ტურის საბოლოო შედეგები ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ არაუგვიანეს 8 აგვისტოსი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ელმისამართზე: tour.music@iliauni.edu.ge და arts_Sciences@iliauni.edu.ge

2024

ბანერები