მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ – ღია კარის დღე

ღონისძიებები

7 ივლისს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს ღია კარის დღეს სამაგისტრო პროგრამის ,,სოციოლოგია“ შესახებ.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები, პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და ადმინისტრაციის თანამშრომელი:

  • ემზარ ჯგერენაია - სოციოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • ომარ გორდეზიანი - სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული;
  • ნინო ხელაძე - სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული;
  • ზვიად ზალიკიანი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები პროგრამის ხელმძღვანელის, ადმინისტრაციის თანამშრომლისა და პროგრამის კურსდამთავრებულისგან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://shorturl.at/buyEW

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დრო: 7 ივლისი, 15:00 

2023

 

ბანერები