მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლისათვის

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

შენიშვნა: ზეპირი გამოცდის/ტესტირების/ესეს/სამოტივაციო წერილის კრიტერიუმები იხილეთ თითოეული პროგრამის გასწვრივ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები, გარდა სამი პროგრამისა, ჩატარდება დისტანციურად პროგრამა ზუმის გამოყენებით. იმ პროგრამებს, რომლებიც ადგილზე, უნივერსიტეტში, ჩაატარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს, დამატებით, შენიშვნის სახით აქვთ ინფორმაცია მითითებული.

მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 

ანგლისტიკის მიმართულებისათვის – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

რომანულ იფილოლოგიის მიმართულებისათვის – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ესეი

შენიშვნა: გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში, დამატებითი ინფორმაცია დაიდება არა უგვიანეს 30 აგვისტოსი.

შედარებითი ლიტერატურათ მცოდნეობის მიმართულებისათვის – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ძირითად და მეორე უცხოურ ენაში; გამოცდის ნიმუშები (ინგლისურირუსულიესპანურიებრაულიიტალიურიფრანგული).

შენიშვნა: გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში, დამატებითი ინფორმაცია დაიდება არა უგვიანეს 30 აგვისტოსი.

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

4. ფილოსოფია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: სამოტივაციო წერილი, ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: ფილოსოფიის სამაგისტრო მიღებაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ სამოტივაციო წერილი.

5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

6. არქეოლოგია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

7. თანამედროვე საქართველოს ისტორია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ტესტის ნიმუში), ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო ესეი (400-სიტყვიანი)

ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში, ზეპირი გამოცდა გაიმართება დისტანციურად პროგრამა ზუმის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაცია განთავსდება არა უგვიანეს 30 აგვისტოსი.

მიმართულება: ხელოვნება

8. სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: მიღება ცხადდება პროგრამის მხოლოდ კინომცოდნეობის მიმართულებაზე

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები

9. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: წერითი გამოცდა (მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხავი, ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუშები: დანართი 1დანართი 2)

შენიშვნა: წერითი გამოცდა ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა Elearning-ის გამოყენებით. გთხოვთ, რეგისტრაციის დროს გამოიყენოთ აქტიური ელფოსტა. კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო განათლებისა და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი სხვა  სფეროშიც.

ასევე, ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა მიიღოს დადებითი შეფასება და მის მიერ მიღებული ქულა არ უნდა იყოს 9 ქულაზე ნაკლები ტესტის ორ ნაწილში მაინც.

10. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

11. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

12. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

13. ადიქციის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:

14. სოციოლოგია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველს საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა ჰქონდეს ბარიერი გადალახული. 

15. რელიგიის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

16. სოციალური სამუშაო – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV). გაითვალისწინეთ: CV-ში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული 2 რეკომენდატორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.

მიმართულება: ჯანდაცვა

17. ფსიქიკური ჯანმრთელობა – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად რეგისტრაციისას უნდა ატვირთონ შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული, მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებული დოკუმენტი/დოკუმენტები (არ არის სავალდებულო, აპლიკანტს 2-წლიანი პრაქტიკა ჰქონდეს უწყვეტად ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ დაწესებულებაში).

რეგისტრაცია
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად შემდეგ ბმულზე https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters 2021 წლის 16-დან 27 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.

რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ.

რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაციას ვერ გაივლიან, არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტს ეკისრება პასუხისმგებლობა! ასატვირთი დოკუმენტების სია განსხვავებულია პროგრამების მიხედვით.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება 2021 წლის 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით;

დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით – არა უგვიანეს 30 აგვისტოსი;


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2021 წლის 10 სექტემბერს.

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გადმოგზავნოს 2021 წლის 11 სექტემბერს, 10:00 საათიდან 00:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ)

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია. 

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი გამოცდა და/ან ესეების//ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2021 წლის 14-15 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2021 წლის 13 სექტემბერს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.

შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2021 წლის 16 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, განხორციელდება 2021 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით10:00 საათიდან 18:00 საათამდე A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)

ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 17 და 18 სექტემბერს;

ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 20 და 21 სექტემბერს.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 19 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესეი):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნანი მანველიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: nani.manvelishvili@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

ბანერები