მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები / ეკონომიკა

გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული - რუსული - აღმოსავლური)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს თანამედროვე ლინგვისტური მიმართულებები, მიმდინარეობები და კვლევის მეთოდები ინტერდისციპლინური პერსპექტივით, ანუ შეასწავლოს ლინგვისტიკის გადაკვეთის წერტილები ისეთ დისციპლინებთან, როგორებიცაა: ეკონომიკა და სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და მოლაპარაკებები. პროგრამის გავლის შედეგად, მაგისტრი შეძლებს ორი უცხო ენის გამოყენებას მის მიერ არჩეულ სფეროში (ეკონომიკა, სამართალი ან საერთაშორისო ურთიერთობები); გამოიმუშავებს კვლევის უნარ-ჩვევებს და განივითარებს აბსტრაქტული აზროვნების უნარს.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება იმუშაოს:

  • ეროვნულ/საერთაშორისო საწარმოებში, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში;
  • საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთევან დარსანია - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
☏ (+995 32) 222 00 09 (202)
ketevan.darsania@iliauni.edu.ge
➳ილია ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A 201

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები