პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები)
მისაღები ადგილების რაოდენობა: 45 ვაკანტური ადგილი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
მიმართულება | აკადემიური ხარისხი: |
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი |
ევროპისმცოდნეობა | ევროპისმცოდნეობის მაგისტრი |
კავკასიის კვლევები | კავკასიური კვლევების მაგისტრი |
საბჭოთა კვლევები | საბჭოთა კვლევების მაგისტრი |
პოლიტიკის მეცნიერებები | პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი |
მოკლე აღწერა:
სამაგისტრო პროგრამის მიზანია, აღზარდოს მკვლევართა ახალი თაობა, რომელიც შეძლებს, პოლიტიკის მეცნიერების (საერთაშორისო და რეგიონული კვლევების, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა კვლევების) დისციპლინებში არსებულ პრობლემათა შესწავლას და გააზრებას თანამედროვე მეცნიერული მეთოდოლოგიის და ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენებით. ამავე დროს, პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონის მკვლევართა ურთიერთდაკავშირებას და საერთაშორისო საზოგადოებაში ჩართვას.
დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
- იმუშაოს კვლევით ცენტრებსა და აკადემიურ ინსტიტუტებში პოლიტიკის მეცნიერების სხვადასხვა დარგებისთვის საჭირო კვლევებზე;
- იმუშაოს საჯარო სექტორში;
- იმუშაოს საზოგადოებრივ და კერძო სექტორში;
- იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ოდოშაშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (246);
✉: giorgi.odoshashvili.1@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A202