მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„შუბლის წილი“ – მონოგრაფიის პრეზენტაცია

ღონისძიებები

20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მონოგრაფიის „შუბლის წილი“ პრეზენტაცია.

მონოგრაფიის ავტორია მალხაზ მაყაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიის გამგე.

მონოგრაფია დაიწერა სტუდენტებისთვის, რომლებიც ქცევათმეცნიერებას ეუფლებიან.

ნაშრომში განხილულია თავის ტვინის შუბლის წილის აგებულება და განვითარების თავისებურება, შუბლის წილის მონაწილეობა ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, სტრესორზე რეაქციის, გარემოსთან მისადაგებული ქცევის ორგანიზაციაში.

გამოცემას ახლავს ილუსტრირებული ლექსიკონი, რომელშიც განმარტებულია ტექსტში ნახსენები ზოგიერთი ფენომენი და ტერმინი.

მონოგრაფიის გამოცემის საჭიროება განაპირობა საკითხის შესახებ ქართულ ენაზე თანამედროვე ლიტერატურის არ-არსებობამ.

ფანქრით შესრულებული ილუსტრაციები ეკუთვნის ავტორს.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 20 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები