მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)

მისაღები ადგილების რაოდენობა: 40 ვაკანტური ადგილი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: წერითი გამოცდა 
მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა  2021-2022 წლის მიღებისთვის (წელს მისაღები გამოცდებისთვის)

ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუში - დანართი 1, დანართი 2  

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:

1.საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება:

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა. სტუდენტმა უნდა მიიღოს დადებითი  შეფასება გამოცდის ოთხივე ნაწილში და მის მიერ მიღებული ქულა არ უნდა იყოს 9 ქულაზე ნაკლები ტესტის ორ ნაწილში მაინც.

2. სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი:

კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველებს უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო სოციალური და განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით - სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სფეროში.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი
  • განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი
  • კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მიიღებს სპეციალობას ფსიქოლოგიის სამიდან ერთ-ერთ დარგში: განათლების, კლინიკურ ან სოციალურ ფსიქოლოგიაში. თავის მხრივ, კლინიკურ ფსიქოლოგიაში მას შეუძლია ვიწრო ქვესპეციალობა მიიღოს ბავშვთა ან ზრდასრულთა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ დარგების როგორც თეორიული საკითხები, ისე კვლევის მეთოდები, რომელთა დახმარებით ისინი მოამზადებენ სამაგისტრო ნაშრომს.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
  • იმუშაოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში სოციალური, განათლებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტად/ექსპერტად;
  • იმუშაოს სკოლებში, ფსიქოსოციალური კონსულტირების ცენტრებსა და სამედიცინო ორგანიზაციებში;
  • იმუშაოს ორგანიზაციებსა და საწარმოებში თანამშრომელთა ცხოვრების ხარისხზე ზრუნვის კუთხით;
  • იქონიოს კერძო პრაქტიკა ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების და ადამიანთა ჯგუფების კონსულტირებაში;
  • ითანამშრომლოს იმ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოქალაქეთა ჯანდაცვაზე, პიროვნული რესურსების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ გეთიაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
(+995 32) 222 00 09  (შიდა ნომერი 209)
✉: tamari.getiashvili.1@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A 202

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები