მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ ჰაიატე სოტომეს საჯარო მოხსენება „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“

ღონისძიებები

12 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ფილოლოგიის დოქტორი ჰაიატე სოტომე, ცუკუბის უნივერსიტეტის (იაპონია) ასისტენტ-პროფესორი, ქართველოლოგი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“.

მოხსენების შესახებ

2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მოხდა საშინელი ბუნებრივი კატასტროფა. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 16 000-მდე ადამიანი. ამას დაერთო ცუნამით გამოწვეული ბირთვული ავარია, რამაც დააზიანა ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური და მის გარშემო 300 კვადრატული კილომეტრი რადიაციული დაბინძურების გამო დღემდე ცხოვრებისთვის სახიფათო ზონადაა გამოცხადებული. იაპონელმა მწერალმა ჰირომი კავაკამიმ კატასტროფიდან ერთ კვირაში გადააკეთა თავისი მოთხრობა „კამისამა“ (იაპ. ღმერთი), რომელშიც მაშინდელი დაძაბული ცხოვრების ატმოსფეროსა და რეალობას ასახავს. მოხსენებაზე ჰაიატე სოტომე შეადარებს ორიგინალსა და  გადაკეთებულ მოთხრობას, ასევე მიმოიხილავს 2011 წლის 11 მარტის შემდგომ შექმნილ ლიტერატურას.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 12 მარტი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია.

2025 წელი

 

ბანერები