მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“ - მთარგმნელ პიტერმაკ-მილანის საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

11 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარისა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ირლანდიელი მთარგმნელი პიტერ მაკ-მილანი წაიკითხავს მოხსენებას „იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“.

ლექცია ორგანიზებულია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის მიერ.

მომხსენებლის შესახებ

პიტერ მაკ-მილანი იაპონური პოეზიის ცნობილი მთარგმნელია, პოეტი, იაპონური სატელევიზიო არხის NHK World-ის გადაცემის „ჯადოსნური იაპონური ენა“ წამყვანი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ტოკიოს, კიორინისა და ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ უნივერსიტეტებში. მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მიღებული აქვს ჯილდოები იაპონიასა და აშშ-ში. თარგმნა „ჰიაკუნინ იშუ“, კლასიკური იაპონური კრებულის თარგმანი (2008), „ისე მონოგატარი“ (2016), „ასი პოეტის ერთი პოემა“ (2017), „მოგზაურობა მაცუო ბაშოს პოეზიაში“ (2022). მისი პუბლიკაციებია: „იაპონური კლასიკის კითხვა ინგლისურ ენაზე“, „მანიოშუ ინგლისურად“. იაპონურ გაზეთში „ასაჰი“ აქვეყნებს სერიულ პუბლიკაციებს ის სერიას  „ვარსკვლავების ტყე“. პიტერ მაკ-მილანმა 2019 წელს მსოფლიოში პირველმა შექმნა კლასიკური იაპონური პოეზიის კრებულზე „ჰიაკუნინ იშუ“ დაფუძნებული ტრადიციული იაპონური ქაღალდის ბარათების თამაშის ინგლისურენოვანი ანალოგია. არის ფილოსოფიის მაგისტრი, დოქტორის ხარისხი მინიჭებული მიღებული აქვს ინგლისურ ლიტერატურაში. მაკ-მილანი კომპანია „Tsukinofune Co“-ის დამფუძნებელი და დირექტორია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 მარტი, 13:00 საათი (სავარაუდო ხანგრძლივობა 90 წუთი)

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025

 

ბანერები